ახალ ორლეანში პროზექტურები გაივსო და ცხედრებს ვეღარ იღებენ

ახალი ორლეანის მერის, ლატოია ქანთრელის ინფორმაციით, ახალ ორლეანში პროზექტურები გაივსო და ახალ ცხედრებს ვეღარ იღებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანას უმძიმესი კვირა ელოდება და ბევრი ადამიანი დაიღუპება.

ცნობისთვის, ლუიზიანაში ახალი კორონავირუსის 12 496 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 409 ადამიანი.

მსგავსი თემები