“ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო” – ამირან გამყრელიძე

“მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენთან სიტუაცია შედარებით რომ მშვიდდება, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში.

„ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები