„ახალმა კორონავირუსმა“ გერმანიაშიც შეაღწია

გერმანიის ქალაქ ბავარიაში „ახალი კორონავირუსის“ შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ეტაპისთვის, პაციენტი, რომელსაც ე.წ. მკვლელი  ვირული აღმოუჩინეს, იზოლირებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ. ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც დაავადებულ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი, ყველას აფრთხილებენ, რომ პრევენციისთვის სათანადო შემოწმება  გაიარონ.

ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, „ახალი კორონავირუსით,“ დადასტურებულად 100 ადამიანია გარდაცვლილი. დაავადებულთა რაოდენობა კი 5 000-მდეა.

მსგავსი თემები