“ახალი შემთხვევების არქონა მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს” – მარინა ეზუგბაია

“ახალი შემთხვევების არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, მოსახლეობამ კვლავ უნდა დაიცვას წესები.

„გუშინ იყო 879, ახალი შემთხვევა არ გვყავს, კვლავ გვრჩება 879 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, 20 გამოჯანმრთელებული გვყავს გუშინდელის შემდეგ, 704 იყო და ახლა 724-ს შეადგენს.

ახალი შემთხვევის არ ქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ჩვენ ისევ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, რიგორც ვცხოვრობთ, რეგულაციებით. არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, კვლავ რჩება სოციალური დისტანცირებისა და პირადი დაცვის საშუალებების საკითხი“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები