“ახალი სკოლის მოდელი” – შოთა ხაბარელი სასკოლო სპორტის აქტივობებს გაეცნო

საჯარო სკოლებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კუთხით სიახლეები ინერგება. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი ერთ-ერთ საჯარო სკოლას ესტუმრა და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი ჩხობაძე, ამავე სამმართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტ გია ბეგიაშვილი. ისინი, სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“-ს ფარგლებში, ქ. თბილისის N103 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ნაწილში სასკოლო სპორტული კლუბების მიერ დაგეგმილი აქტივობები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები