“ახალი კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთს გარეთ უფრო მეტია” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

“ახალი კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთს გარეთ უფრო მეტია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაციის პრეზიდენტმა, ტედროს ადჰანომ გებრეიოსმა განაცხადა. 

მისი თქმით, ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსის სწრაფი გავრცელება შემაშფოთებელია, თუმცა ვირუსის შეკავება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ვირუსის 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დანარჩენ ქვეყნებში კი საერთო ჯამში – 427. მთელ მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 80 980-ია.

მსგავსი თემები