“ახალი კორონავირუსის“ გამო, აზერბაიჯანში კონტროლის უმკაცრესი ზომებია მიღებული

საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი „ახალი კორონავირუსისგან“ თავის დასაცავად უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად ამკაცრებს. როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გადაადგილებისას საზღვარზე ყველა შემსვლელი და გამომსვლელი მაქსიმალურად კონტროლდება

მესაზღვრეები სპეციალური ტექნიკით არიან აღჭურვილები, რომელიც მგზავრს ტემპერატურასაც უმოწმებს და ასევე, რაიმე სახიფათო სიმპტომებისას სპეციალურ ხმოვან „სიგნალს“ გამოსცემს.

აღნიშნული ფოტოები „მედიაცენტრმა მთავარმა“ თბილისი-ბაქოს მატარებელში გადაიღო. როგორც მესაზღვრეებმა გვითხრეს, ამ ეტაპისთვის, „ახალი კორონავირუსის“ მსგავსი სიმპტომების მგზავრი აზერბაიჯანის საზღვარზე დაფიქსირებული არ არის.  

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 636-ს მიაღწია. ამ დროის მონაცემებით, ვირუსით ინფიცირების 31,161 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალმა კორონავირუსმა ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ტაილანდსა და ჰონგ-კონგში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სულ მცირე 25 ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.

 „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

ეკა გულუა, სპეციალურად „მედიაცენტრი მთავარისთვის“ ბაქოდან.


მსგავსი თემები