ახალი კარტოფილი ბავშვებში მძიმე დაავადებებს იწვევს 

ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია მოსახლეობას ურჩევს, ახალი კარტოფილის ბავშვების საკვებად გამოყენებისგან თავი შეიკავონ, რადგან ხშირ შემთხვევაში მასში შესაძლოა იყოს ქიმიური ნივთიერება გლიფოსატი, რომელსაც ფერმერები ნიადაგის სარეველებისგან გასაწმენდად იყენებენ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ახალაიამ დღეს განაცხადა, გლიფოსატი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ბავშვებში გონებრივ განვითარებას აზიანებს. აღნიშნული ნივთიერება კარტოფილზე 60 დღის განმავლობაში რჩება. 60 დღის განმავლობაში ახალი კარტოფილი უკვე მწიფეა და თუ მეორედ ვინმემ გამოიყენა, კიდევ 60 დღე უნდა დაელოდოთ.

​​გლიფოსატი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ახალშობილის თავის ტვინის იმ უბანზე მოქმედებს, რომელიც ზრდა და გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად ეს ნივთიერება ჩაითვალა ემბრიონსა და ახალშობილებში განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორად, იწვევს დაუნიზმს, რომელიც ძალიან რთული დაავადებაა. გლიფოსატს აქვს 60 დღიანი ინტერვალი, ამიტომ ახალ კარტოფილს ნუ გამოიყენებთ და ნუ აჭმევთ ბავშვებს. ნოემბერში, როცა იღებენ კარტოფილის მოსავალს, მასში უკვე აღარ ექნება ეს ნივთიერება”, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

მისივე ინფორმაციით, გლიფოსატს ფერმერები იყენებენ ბალახის მოსასპობად, როცა ეზარებათ მიწის ხელით გამარგვლა.

რაც შეეხება კოლორადოს ხოჭოს, რომლის წინააღმდეგაც უნდა გამოიყენონ პესტიციდი, ფერმერს აძლევს მოსავლის სამ თაობას და ზუსტად უნდა იცოდეს მისი გამოყენების სეზონი, რადგან ხოჭოზე ნაკლებად მოქმედებს, მაგრამ ანადგურებს მის მატლს. “აქედან გამომდინარე 6-7 – ჯერ კი არ უნდა გამოიყენონ, არამედ მაქსიმუმ 3-ჯერ. ზოგჯერ არ არის პესტიციდების გამოყენების სიმპტომები, მაგრამ იმის გამო, რომ მეზობლის ნათესებს გაუჩნდა ხოჭო,სხვების იყენებენ ყოველგვარი კვლევის გარეშე”, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

​მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის ბევრი პროდუქცია საჭიროებს ქიმიური ნივთირებებით დამუშავებას.  ფოსმორორგანული და ქლორორგანული ნივთიერებები არის სიმსივნის გამომწვევი, ისინი აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში.

მსგავსი თემები