ახალგორის ე.წ. გადასასვლელი დღეს დილიდან ისევ ჩაკეტეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის ე.წ. გადასასვლელი დღეს დილიდან ისევ ჩაკეტეს.

ახალგორის გამგებლის თქმით, დღეს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარავინ გადმოსულა.

ახალგორის ე.წ. გადასასვლელის შესაძლო ჩაკეტვაზე, ინფორმაცია გუშინ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა გაავრცელა. 

გამშვები პუნქტის გახსნის მორიგ თარიღს ახალგორელებს მოგვიანებით აცნობებენ. დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი გასული წლის 5 სექტემბერს ჩაკეტეს და 24 იანვარს დროებით, 6 თებერვლამდე გახსნეს.

მსგავსი თემები