ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 15 სპორტსმენი იასპარეზებს

არგენტინის ქალაქი ბუენოს აირესი 6–18 ოქტომბერს ზაფხულის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სადაც 12 დღის განმავლობაში სპორტის 32 სახეობაში მედლების 241 კომპლექტი გათამაშდება და საპრიზო სამეულისთვის მსოფლიოს 178 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი იბრძოლებს.
საქართველო, ბუენოს აირესში 15 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში მოიპოვეს. ამათგან ორი სპორტსმენი ბათუმელია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ბათუმის სასპორტო სკოლაში განუცხადეს, ბუენოს აირესში, ტაეკვონდოში, საქართველოს ღირსებას ბათუმის სასპორტო სკოლის აღსაზრდელი ზურაბ კინწურშვილი (48კგ) დაიცავს. იგი ევროპის ორგზის პრიზიორი, საქართველოსა და სხვადსხვა საერთაშორისო ტურნირის მრავალგზის ჩემპიონია. ბუენოს აირესში ოლიმპიური თამაშების ლიცენზია კი ტუნისში გამართულ მსოფლიო სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ზურაბ კიწურაშვილი 7 ოქტომბერს იასპარეზებს და მას სამი ბრძოლის ჩატარება მოუწევს.

ბათუმის სასპორტო სკოლის დირექცია წარმატებას უსურვებს ზურაბ კინწურაშვილს და მის მწვრთნელს აკაკი ცენტერაძეს.

მსგავსი თემები