“ახალგაზრდებს ამოფარებული რევანშისტები, რომლებსაც სისხლი სწყურიათ” – შალვა ოგბაიძე 20 ივნისზე

“20 ივნისს ჩვენ დავინახეთ ახალგაზრდების ზურგს ამოფარებული შეუნიღბავი, აღვირახსნილი რევანშისტები, რომლებსაც სისხლი სწყუროდათ, “- ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მისი თქმით, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რაზეც ხელისუფლებამ ადეკვატურად იმოქმედა.

“20 ივნისის ღონისძიებას მე ორ ნაწიალად ვყოფ. ერთი არის გულანთებული ახალგაზრდების თაობა და მეორე, – მათ ზურგს ამოფარებული შეუნიღბავი, აღვირახსნილი რევანშისტები, რომლებსაც სისხლი სწყურიათ.

რა თქმა უნდა, მამათა და შვილთა ბრძოლა არ ახალია, უნდა გაგავკრიტიკონ, უნდა მიგვითითონ კიდევაც ახალგაზრდებმა, რადგან მათ აქვთ თავიანთი მოსაზრება, რომ იყვნენ უკმაყოფილოები, მაგრამ ამ ახალგაზარდების ზურგს ამოფარებული შეუნიღბავი აღვირახსნილი რევანშისტებიც დავინახე, რომელსაც სისხლი სწყუროდა, ვნახეთ კარგად ორკესტრირებული შეტევა პოლიციის კორდონზე, იყო გადატრიალების მცდელობა და სახელმწიფომ თავისი ფუნქცია შეასრულა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ახალგაზრდობა წარმმართველი ძალაა ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც, მათ თავიანთი თაობისთვის დამახასიათებელი პრობლემები აქვთ და დიალოგს წინ არაფერი უდგას, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტების დარბევა, დროშის ფეხქვეშ გათელვა, პოლიციის კორდონის და სახელმწიფო ინსტიტუტენის ხელყოფა დაუშვებელია,”- განაცხადა შალვა ოგბაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” .

ჟურნალისტის კითხვაზე კი, უნდა დატოვოს თუ არა, განვითარებული მოვლენების შემდეგ თანამდებობა შს მინისტრმა, დეპუტატი აცხადებს, რომ “გახარია ნამდვილად არ უნდა გადადგეს, რადგან მან სისხლის მორევში ჩაძირვას გადაგვარჩინა.”

მსგავსი თემები