ახალგაზრდებისთვის, ბანაკები და ლაშქრობები მოეწყობა

ბაზალეთში, 4 დღიანი ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი 2 დღიანი ლაშქრობები მოეწყობა.  პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, ინსტრუქტორთა მომსახურებით და ა.შ.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალგაზრდული პროექტების მიზანი,  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

„ჩვენ წელსაც ტრადიციულად ვიწყებთ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი წესით ცხოვრება. შესაბამისად, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ამ მიმართულებით. წელს დაგეგმილი გვაქვს, მოვაწყოთ ბანაკები და ლაშქრობები, ბანაკები – ბაზალეთში, ხოლო ლაშქრობები თბილისის გარშემო. 

ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეთა რეგისტრაცია 20 ივლისს, მერიის ვებგვერდზე დაიწყება და 30 ივლისამდე გაგრძელდება. 


მსგავსი თემები