ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა – უბედური შემთხვევა მეტროში

თბილისში,მეტროსადგურ “სარაჯიშვილზე”  ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, მეტროს მატარებლების გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით. ამასთან, „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“  მოძრაობა შეჩერებულია.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით.“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდება.

რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრთა მომსახურება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები