აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ​თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დასახელდა  

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად მმართველმა ​პარტია “ქართულმა ოცნებამ” თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც რამდენიმე დღის წინ ის ზურაბ პატარაძემ დატოვა.

​თორნიკე
რიჟვაძე დღემდე საქართველოს ენერგეტიკის ფონდის ხელმძღვანელი იყო, ასევე ის “აჭარა წყალ ჯორჯიას” იურიდიულ დირექტორად მუშაობდა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შეთავაზება მმართველი გუნდიდან მიიღო და დათანხმდა.

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს.

მსგავსი თემები