აჭარაში საკარანტინო ვადის ბოლო დღეს პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა

აჭარაში კორონავირუსის მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია დაუდგინდა 80 წლამდე ქალს, რომელიც ინფიცირებულ ერთ-ერთ პირთან კონტაქტში ყოფნის გამო კარანტინში იმყოფებოდა. საკარანტინო ვადის ბოლო დღეს მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ამდენად ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 9 ინფიცირებული მკურნალობს. ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები