აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი განიკურნა

ბათუმის კლინიკა „მედალფადან“ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული შვიდი პაციენტი გაწერეს. განმეორებითი ტესტირების შედეგად, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.

სამედიცინო დაწესებულებაში ოთხი კოვიდინფიცირებული რჩება.

როგორც „მედალფას“ დირექტორი ინგა ხოზრევანიძე აცხადებს, კლინიკიდან შესაძლოა, კიდევ ერთი პაციენტი გაწერონ.

მსგავსი თემები