აჭარაში, ბიზნესმენების 50% ომბუდსმენს მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის პრობლემებისთვის მიმართავს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150 მდე წარმომადგენელს შეხვდა. ირაკლი ლექვინაძემ მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და 2019 წლის I კვარტალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მომართვიანობის სტატისტიკა გააცნო.

როგორც ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, აჭაიდან მას, ძირითადად მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის პრობლემებისთვის მიმართავენ.

„აჭარის რეგიონიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება და ყველაზე ხშირად მეწარმეები ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან შუამდგლომლობის თხოვნით მოგვმართავენ“ – განაცხადა ბიზნესომბუდსენმა.

ირაკლი ლექვინაძემ 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით აჭარაში ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ კრიტიკულ საკითხებზეც ისაუბრა.

„მომართვიანობის ანალიზით აჭარაში ბიზნეს გარემოს მიმართულებით გამოწვევად რჩება მეწარმეების წერილებზე მუნიციპალიტეტის მხრიდან დაგვიანებული და ბუნდოვანი პასუხები. ამას გარდა, ვმუშაობთ საქმეზე, სადაც მუნიციპალიტეტი აჭიანურებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.“ – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

ბინზესომბუდსმენის ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ ეტაპი ქუთაისშია გაიმართება.

მსგავსი თემები