აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა და 68 572-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში COVID -19-ით დაღუპულია 947 ადამიანი.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 469 000-ს აღწევს, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი 21 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი თემები