აშშ-ში ვანდალებმა ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდეს (ვიდეო)

აშშ-ის ქალაქ პორტლენდში პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქვეყნის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News-ი ავრცელებს.

რამდენიმე ათეული დემონსტრანტმა ძეგლს ჯერ „კოლონიზატორი“ და „გენოციდის ორგანიზატორი“ დააწერეს, აშშ-ის დროშა შემოახვიეს, ცეცხლი წაუკიდეს, შემდეგ კი ჩამოაგდეს.

ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აზიანებენ ან აგდებენ იმ ადამიანთა ძეგლებს, რომელთაც ანტირასისტული დემონსტრაციების მონაწილეები რასისტებად მიიჩნევენ. 11 ივნისს აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოაჭრეს. 10 ივნისს ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, აშშ-ის დროშაში გაახვიეს, დაწვეს, შემდეგ კი ტბაში გადააგდეს. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში რასიზმთან ბრძოლის ფარგლებში მეფე ლეოპოლდ II-ის ძეგლი მოხსნეს.

მსგავსი თემები