აშშ-ში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯონ რობერტსმა და კონგრესმენებმა ფიცი უკვე დადეს. ჯონ რობერტსი იმპიჩმენტის პროცესის მთავარი მოსამართლეა.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ, ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ ქვეყნის პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ტრამპის ოპონენტები თვლიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პირველ პირზე ზეწოლა განახორციელა, რომ ზელენსკის ტრამპის ოპონენტი ჯო ბაიდენისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს ამერიკის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები