აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1417 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 1417 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 24 859-ით გაიზარდა.

როგორც CNN-ი წერს, ქვეყანაში კორონავირუსით ​ დაინფიცირებულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 784 599-ს მიაღწია. 42 138 ადამიანი კი, დაიღუპა.

კორონავირუსთან დაკავშირებით თეთრი სახლის მრჩეველთა ჯგუფი აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ნაადრევად გაუქმდება, გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლებელია, 60 ათასს გადააჭარბოს.

მსგავსი თემები