აშშ-ს სახელმწიფო დეპარტარტამენტი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმაურება. 

როგორც მაიკ პომპეის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა “ტვიტერზე” დაწერა, აშშ საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრას მიესალმება. 

„შეერთებული შტატები მიესალმება შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით შედგა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობა“, – წერს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. 

26 სექტემბერს, ნიუ-იორკში შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა.

მსგავსი თემები