აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს

“შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ გააგრძელა საქართველოს ტერიტორიაზე ღობის დამონტაჟება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან”, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.

ოტრაგუსის თქმით, “ბორდერიზაციის” პროცესი ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ სამოქალაქო პირებზე განურჩევლად და არაპროპორციულად ახდენს გავლენას, ამიტომ ისინი მოითხოვენ ოკუპანტების მიერ ღობისა და სხვა ბარიერების მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

“ჩვენ მოვითხოვთ ღობისა და სხვა ბარიერების მშენებლობის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას. კიდევ ერთხელ, რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის არაკანონიერი ოკუპაცია და საკუთარი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე”, – აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

მსგავსი თემები