“აშშ-ს მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია“ – ელიზაბეთ რუდი

“ანაკლიის კონსორციუმისათვის” კონტრაქტის შეწყვეტის საკითხს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი გამოეხმაურა.

“მე, დღეს ვნახე ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს კონტრაქტი შეუწყვიტა. ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია საქართველოსთვის, ასევე, ჩვენ მივესალმებით ამ პროექტში ამერიკულ ინვესტიციებს,” – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

მსგავსი თემები