აშშ-ს მთავრობაში სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ 

​ამერიკის შეერთებული შტატების, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ რობერტ ჰალადინოს განცხადებით, აშშ საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას გეგმავს.

მისი თქმით აშშ, ასევე, ელოდება, რომ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა ორმხრივ და რეგიონალურ საკითხებზე გაგრძელდეს.

“აშშ ელოდება საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას და საქართველოსთან მნიშვნელოვანი ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრზე მჭიდრო პარტნიორობას განაგრძობს, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მხრივ“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები