“აშშ-მა 500 ათასი დოლარის ოდენობის დახმარება გამოჰყო მათთვის, ვინც კოვიდს წინა ხაზზე ებრძვის” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-მა 500 ათასი დოლარის ოდენობის დახმარება გამოჰყო მათთვის, ვინც კოვიდს წინა ხაზზე ებრძვის.

კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დახმარება კორონავირუსის საბრძოლველად საკმაოდ მოცულობითია და ვრცელდება სხვადასხვა მიმართულებაზე.

“პროექტები გადამისამართებულია ახლადწარმოქმნილ საჭიროებებზე. ჯანდაცვის მიმართულებით, მათ შორის USAID-მა დაახლოებით 2 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი გამოყო და სამომავლოდ, პარტნიორებთან ერთად განახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ამ კუთხით.

ასევე აღვნიშნავთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებიდან მიღებულ დახმარებას, რომელიც მოხმარდება ახალი კორონავირუსის  გავრცელების პრევენციას, ეპიდზედამხედველობის მიმართულებებს და სამედიცინო პერსონალის გადამზადებას. ასევე, გამოვყავით კონკრეტული დახმარებები სამინისტროებისთვისაც, მათ შორის – სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის კუთხით, ეს იყო 500 ათასი დოლარის ოდენობის დახმარება მათთვის, ვინც კოვიდს წინა ხაზზე ებრძვის,” – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი თემები