აშშ-ის საელჩო შსს-სა და საქართველოს თავდაცვის ძალებს მადლობას უხდის

საქართველოში აშშ-ის საელჩო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლისათვის მადლობას უხდის.

საელჩო ინფორმაციას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„დღეს გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებში. ისინი მხარდამხარ მუშაობენ ამ კრიზისთან ბრძოლის წინა ხაზზე, რათა საქართველომ უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლოს „კოვიდ-19“-თან გამკლავება. ასეთი პროფესიონალების გამბედაობისა და თავდადების წყალობით ხდება ვირუსის გავრცელების შეკავება, ქვეყნის მიერ კრიზისის დაძლევა და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები