აშშ-ის ასობით მოქალაქე მოსკოვში დარჩა – რუსეთმა საერთაშორისო ფრენები სრულად შეწყვიტა

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან ნიუ-იორკში ასრულებდა რეისს და რომლითაც აშშ-ის მოქალაქეთა სამშობლოში ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, გაფრენა ბოლო მომენტში ვერ შეძლო. 

აღსანიშნავია, რომ რეისის მგზავრებმა ფრენის გაუქმების შესახებ, თვითმფრინავის ბორტზე ასვლის შემდეგ შეატყობინეს.

რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ ამავე რეისით აშშ-დან სამშობლოში რუსეთის მოქალქეები უნდა დაბრუნებულიყვნენ.

რუსეთის მთავრობის განკარგულებით, 4 აპრილიდან რუსეთიდან ყველა საერთაშორისო ფრენა შეწყდა. შეზღუდვა ეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილ ფრენებსაც.

მსგავსი თემები