აღიარეთ, რომ იტყუებით – რედაქტორის მიმართვა ლგბტ საზოგადოებას

არა ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ არც იზღუდებით და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ, არც იჩაგრებით. თქვენთვის მედიასივრცე ღიაა, თქვენ კი ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ, რომელსაც, ალბათ, სხვა მიზნები აქვს.

თვეებია, „მედიაცეტრი მთავარი“ ლგბტ საზოგადოებას საინფორმაციო სივრცეს სთავაზობს და ელოდება პასუხს. ეს პასუხი კი სხვადასხვა მიზეზებით დაახლოებით 3 თვეა გრძელდება. ლგბტ საზოგადოების ე.წ. ლიდერშიპთან, პირადად მე, არაერთხელ მქონდა საუბარი, შევთავაზე საინფორმაციო სივრცე-როგორც ტრიბუნა; დაწვრილებითაც კი გავიარეთ საკითხები, თემები, ფორმატი, მაგრამ, როგორც ირკვევა სულ ტყუილად.

ამ საზოგადოების ბორდის ერთ-ერთმა წევრმა, სხვადასხვა მიზეზებით, არაერთხელ გადადო „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობა. ჯერ, მიზეზად ის დაასახელა რომ ბორდის წევრები უცხოეთში არიან და საკითხი მათთან უნდა შეთანხმდეს, შემდეგ ის, რომ განხილვის ეტაპზე არიან, შემდეგ ის, რომ…. კიდევ ის, რომ… და ასე გრძელდება დღემდე „ის“.

არადა, მეორე მხრივ, გვესმის ამავე საზოგადოების და მათი ინტერესების დამცველი არასამთავრობო სექტორისგან, რომ ლგბტ საზოგადოება იჩაგრება, რომ მათთვის საინფორმაციო სივრცე ჩაკეტილია და ასე შემდეგ, რაც, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არის ტყუილი!

უფრო მეტიც, ლგბტ საზოგადოების ერთ-ერთ უფლებადამცველსა და მხარდამჭერსაც ვთხოვე, რომ თუ სურვილი აქვთ, მობრძანდნენ „მედიაცენტრ მთავარში“. პასუხი კი შემდეგი იყო: „შემოგითვალეს, ოღონდ სადმე მიგვიწვიონ და ყველგან მივალთ-ო“.

ახლა მე თქვენ გეკითხებით, აღიარეთ რომ საინფორმაციო სივრცე თქვენთვის ღიაა და უფრო მეტიც, გადაჭარბებულად ღია; ის, რომ ლგბტ საზოგადოების საკითხები აქტიურად შუქდება; ის, რომ თქვენთვის სიტყვის თავისუფლება პრობლემას არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში და განმარტეთ, რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, რომ თქვენთვის საინფორმაციო ველი დახურულია.

დიახ, შეთავაზების პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და უკვე მიზეზიც რომ არ დაგრჩათ არაფერი სათქმელი, უკვე, არც სატელეფონო ზარებს პასუხობთ და არც სმს შეტყობინებებს.

ეს პროცესები კი ნამდვილად ტოვებს დასკვნის საშუალებას, რომ ხმაური და განცხადებები, რომ საქართველოში თქვენ გავიწროებენ და სიტყვის თქმის საშუალებას კი არა, გასაქანს არ გაძლევენ!

არადა, აგერ სამი თვეა, გეხვეწებით, მაგრამ, პასუხად „უცხოეთში შეთანხმებული“ დუმილია.

ეკა გულუა

მსგავსი თემები