„აღდომის მსახურება ჩატარდება, დეტალებზე ხვალ ვისაუბრებთ“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

„საღმრთო ლიტურგია როგორ ჩატარდება ამის შესახებ ხვალ ვისაუბრებთ, ერთი ცხადია, რომ ჩატარდება“ – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც დეკანოზი ამბობს მსახურების ჩატარების წესებთან დაკავშირებით საკითხები შესათანხმებელია:

„ერთი რამე ცალსახაა მსახურება ჩატარდება, დეტალები ჯერ – ჯერობით შესათანხმებელია და ამაზე ხვალ ვისაუბრებთ. ვინც ფიქრობს, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ჩვენ მას ვეუბნებით, რომ სახლში მოვალთ, თუმცა უნდა გაითვალისწინონ იმ ხალხმა ვისაც რისკში შემავალი ოჯახის წევრები ჰყავთ, რომ მოსვლაზე თავი შეიკავონ. ვისაც უნდა მოსვლა არ ვეუბნებით, რომ არ მოხვიდეთ. ძალიან ბევრი რესურსი დაიხარჯა, რომ ეკლესიები გახმოვანებულიყო, ძალიან ბევრ ტაძარში მრევლი გარეთ დგას და ვიცავთ წესებს, ეს ყველაფერი მრევლისთვის არის მიმანიშნებელი, რომ უნდა გაფრთხილდნენ,“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები