“აღდგომის ლიტანიობაზე მრევლის შეკრება “კომენდანტის საათის” დარღვევა იქნება – მაია ცქიტიშვილი

“კომენდანტის საათი დაირღვევა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, – ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ცქიტიშვილი საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„პირველ რიგში, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ მკაცრად და ზედმიწევნით ყველა რეგულაცია, რომელიც უკვე დადგენილია, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებადართული არ არის. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, წავიდოდა თუ არა მინისტრი საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად სააღდგომო ლიტურგიაზე, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ არ წავა.

მსგავსი თემები