“აქ პანიკა დამხვდა. ასეთი მდგომარეობა მილანში არ არის” – იტალიიდან კიდევ ერთი რეისი შესრულდა

მილანიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 97 მგზავრი ჩამოვიდა. უსაფრთხოების მიზნით, მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. არც ერთ მათგანს ვირუსის ნიშნები არ დაუფიქსირდა.

მგზავრების თქმით, საქართველოს აეროპორტში ბლანკები შეავსეს, რათა ექიმები შემდგომაც დაუკავშირდნენ და მგზავრების მდგომარეობა გადაამოწმონ.

მათივე განმარტებით, საქართველოში უფრო მძაფრად იგრძნობა პანიკა, ვიდრე ეს მილანში იყო.

“შემოწმება გავიარე. აქ პანიკა დამხვდა. ასეთი მდგომარეობა მილანში ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ადამიანები საზოგადოების თავშეყრის ადგილებს უფრო მეტად არიდებენ თავს,” – განაცხადა მილანიდან ჩამოსულმა მგზავრმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა. 

მსგავსი თემები