აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერისა და აქტივისტის, მიშა მშვილდაძის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისისკენ დაიძრნენ.

მშვილდაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, აქცია სწორედ იქ გაეგრძელებინათ.

“ხვალ ორ საათამდე თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ხვალ 7-ზე, აქ დავდგებით ისე, როგორც დღეს, როგორც გუშინ, რიგორც გუშინწინ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ახლა კი წავიდეთ “ქართული ოცნების” ოფისთან მშვიდობიანად. წავიდეთ!”- მოუწოდა მშვილდაძემ შეკრებილ საზოგადოებას.

აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის ოფისისკენ მიემართებიან. მათი მოთხოვნა კი არის შემდეგი: გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, გათავისუფლდნენ 20 მაისის აქციაზე დაკავებული აქციის მონაწილეები და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

პარტიის ოფისთან სამართალდამცველები იმყოფებიან.

მსგავსი თემები