აქციის მონაწილეებმა პრემიერს არ მოუსმინეს და მას ბოთლები ესროლეს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შესახვედრად პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ 2017 წლის პირველი დეკემბრის მკვლელობის საქმე, ხელახალი გამოძიებისთვის შსს-ში დაბრუნდება.

აქციის მონაწილეებმა პრემიერს მიმართვის საშუალება არ მისცეს, რის გამოც კვირიკაშვილმა ტერიტორია დატოვა. 

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება ჰპოვოს. ამიტომ გთავაზობთ, ხვალ დილიდან საქმის გამოძიება დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში,“ – განაცხადა პრემიერმა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ქვეყნის პრემიერს ბოთლები ესროლეს. თავად მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე პრემიერის აქციაზე გამოჩენას დადებითად შეხვდა და ის კვირიკაშვილს გადაეხვია.  

მსგავსი თემები