აქციის მონაწილეები კახა კალაძის სახლისკენ დაიძრნენ, დაკავებულია 4 ადამიანი

ჭავჭავაძის #5-თან მომხდარი ტრაგედიის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლა დაკავებაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის 4 მონაწილის დაკავებას ადასტურებს. დაკავების მიუხედავად, აქცია გრძელდება და მსვლელობის მონაწილეები კახა კალაძის სახლისკენ დაიძრნენ.

როგორც შსს-ში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, დაკავებულია 4 ადამიანი. მათ საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა სახალხო დამცველმაც გამოუცხადა. აქციის მონაწილეები შრომის უსაფრფხოების ნორმების დაუცველობას აპრიტესტებენ. ისინი ქუჩაში 2 ადამიანის უბედური შემთხვევით გარდაცვალების გამო გამოვიდნენ.

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულებს შორის არიან „თეთრი ხმაურის“ წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეები პროტესტის გასაგრძელებლად თბილისის მერის, კახა კალაძის სახლისკენ დაიძრნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 2 მუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, პროტესტს დედაქალაქის მერის სახლთანაც გამოხატავენ. მსვლელობის უსაფრთხოების მიზნით, აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიცია მიყვება.

მსგავსი თემები