აქციის მონაწილეების ნაზი ჯანეზაშვილიც შეუერთდა და სასამართლო სისტემა გააკრიტიკა

“ერთი წლის წინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში იყო გავრილოვი, მას შემდეგ პროცესები განვითარდა მძიმედ და ბევრი თქვენგანი აქედან წავიდა პირდაპირ სასამართლოში. სასამართლოში, სადაც თქვენ არ დაგვხვდათ დამოუკიდებელი მოსამართლეები და დაგხვდათ ისეთი ადამიანები, რომლებიც აგრძელებდნენ პოლიტიკური ხელისუფლების ინტერესებს“ – ამ სიტყვებით მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა აქციის მონაწილეებს.

ჯანეზაშვილმა ისაუბრა სასამართლოში არსებულ ხარვეზებზე, რომლებიც 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულ ადამიანებსაც შეეხოთ.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველას ინტერესია, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო. დარწმუნებული ვარ ასევე, რომ თქვენი ინტერესია სასამართლო ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ენდობიან და პატივს სცემენ. სამწუხაროდ, დღეს ძალიან მძიმე ვითარებაა, მაგრამ იმედი მაქვს, წარმატებით დასრულდება ის 30 წლიანი ბრძოლა და ჩვენ შევქმნით რეალურ, დამოუკიდებელ სასამართლოს.  ნახეთ, რომ პარლამენტმა 2050-2053 წლამდე დანიშნა მოსამართლეები სასამართლოში და ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც არანაირი ნდომა არ გააჩნიათ. იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ბევრ რამეს  ” – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მსგავსი თემები