აქციის დაშლის შედეგად კლინიკაში 4 ადამიანი მოხვდა

გამთენიისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების გაყვანის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

„ერთი ადამიანი „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, ერთი -„ამტელ ჰოსპიტალსში“ და ორი – ინგოროყვას კლინიკაში.

ერთი სამოქალაქო პირი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან და ამ დროისთვის, კლინიკებში 3 პაციენტი რჩება“, – განაცხადეს ჯანდაცვის  უწყებაში.

როგორც სამინისტროში აღნიშნეს, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში დასველების გამო არ აღნოჩენილა და ამ შემთხვევაში,  აკლოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება.   

„ამტელ ჰოსპიტალსში“ გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება. ამჟამად, პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები”, – განაცხადეს ჯანდაცვის უწყებაში.

https://mcm.ge/%e1%83%a3%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4/



მსგავსი თემები