აქციის დაშლისას დაკავებული ექვსი პირის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გუშინ, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილს, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

მსგავსი თემები