„აქციები ყველა ქვეყნის საელჩოსთან უნდა გავმართოთ“ – მირიან წიკლაური დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად 

დეპუტატი, ექიმი მირიან წიკლაური უერთდება დაკავებული ექიმის – ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივას რესპუბლიკის მოედანზე შეკრებასა და საოკუპაციო ხაზისკენ დაძვრასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, როგორც მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპროტესტო აქციები ყველა ქვეყნის საელჩოსთან უნდა გაიმართოს.

„მინდა მხარი დავუჭირო აღნიშნულ აქციას. ვფიქრობ, რომ მსგავსი აქციები წინ გადადგმული ნაბიჯები იქნება, თუმცა, გაცილებით უფრო ეფექტური ქმედებები შეიძლება მოვიფიქროთ. ვფიქრობ, საქართველოში, ყველა ქვეყნის საელჩოსთან უნდა მოვაწყოთ მსგავსი აქცია მოთხოვნით – მხარი დაუჭირონ ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას, რომ ზეგავლენა მოახდინონ რუსეთის ხელისუფლებაზე, ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნდეს სახლში“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მზად არის, საელჩოებთან პროტესტი თავადაც გამოხატოს.

„საოკუპაციო ხაზთან მისვლა გარკვეული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს, თუმცა დამერწმუნეთ, რომ საოკუპაციო ხაზს იქეთ მდგომ ე.წ. ხელისუფლებას ყველაზე ნაკლებად ეკითხება რაც იქ ხდება. ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში ყოფნა ნაკლაბადაა დამოკიდებული ე.წ ხელისუფლებაზე, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებს და რომელიც, რატომღაც, რამდენიმე ქვეყანას აღიარა მსოფლიოში. ყველაზე მეტად, ვისზეც ისინი არიან დამოკიდებულები, ეს ერის რუსეთის ხელისუფლება“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, 11:00 საათზე, ვაჟა გაფრინდაშვილი  რესპუბლიკის მოედანზე გეგმავს შეკრებას, რის შემდეგაც, აქცია  საოკუპაციო ხაზთან გაგრძელდება.  

მსგავსი თემები