აქციებზე დაკავებული 36 ადამიანი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა, პროცესი დღეს გაგრძელდება

საქალაქო სასამართლოში დაკავებულთა სასამართლო პროცესი წუხელ, 3:00 საათზე დასრულდა. მოსამართლემ 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.

36-ვე დაკავებულის საქმეს ერთი მოსამართლე იხილავდა. ისინი სასამართლო დარბაზში 6-6 კაციანი შემადგენლობით აჰყავდათ. ამიტომაც, სასამართლო პროცესი შუა ღამემდე გაგრძელდა.

მართალია, ამ ეტაპისთვის ყველა დაკავებული თავისუფალია, სასამართლო პროცესი დღესაც გაგრძელდება. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე სასამართლო დღეს,  13:00 საათზე იმსჯელებს.

ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი 13:30 საათზე ჩატარდება.

ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, რევაზ ნიჟარაძის, დავით ბერუაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხისა და გოჩა მჟავანაძის  პროცესი კი 14:30 საათზე.

დანარჩენი დაკავებულები, კერძოდ: დაჩი იმედაძე, ლევან ნოზაძე, გიორგი ეკიზაშვილი, ალექსანდრე ნაცარაშვილი,  შოთა მათითაიშვილი, ირაკლი მაისურაძე, ბესიკ ლიპარტელიანი, თორნიკე ჩაჩანიძე, ირაკლი ფავლენიშვილის, ვლადიმერ ვართანოვი, გიორგი კოპალიანი, ალექსანდრე ლიპარტია, გიორგი მონავარდისაშვილი, დავით გეგიაძე, მიხეილ კაკაურიძე, იმედა კლდიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან საერთოდ გათავისუფლდნენ.

რაც შეეხება “გირჩის” დამფუძნებელ  ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც მოსამართლემ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხსაც მოსამართლე დღეს განიხილავს.

ჩამოთვლილი პირების მიმართ არსებული ბრალდება 15 დღიან პატიმრობას ან ჯარიმას ითვალსწინებს.

მსგავსი თემები