“აქცია სოროსისგან ფინანსდება” – სოსო შატბერაშვილი

მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, რუსთაველზე მიმდინარე აქცია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” უდგას სათავეში, სოროსის მიერ ფინანსდება. როგორც სოსო შატბერაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციაზე დაფიქსირებული არიან სომეხი ბოევიკები, რომლებიც სოროსის მიერ ფინანსდებიან და სახელმწიფო გადატრიალება სურთ.

“ეს განსაკუთრებული აქციაა, რომელიც ფინანსდება სოროსის ფონდისგან და კიდევ სხვა ფონდებისგან. აქცია არ შეწყდება მანამ, სანამ აქციის მონაწილეები არიან დაფინანსებულები და იღებენ ხელფასს. ნამდვილად ფინანსდება აქცია სოროსიდან და ამის დამადასტურებლად მოგიყვანთ გავრცელებულ ინფორმაციას. მიტინგზე დააფიქსირეს სომეხი ბოევიკები. მე თბილისელ სომხებს არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ სასომხეთიდან ჩამოსულ ბოევიკებს, რომლებიც სურათებიდან ამოიცნეს. ერთი გახლავთ ვინმე მინას მინასიანი, რომელიც სოროსის წარმომადგენელია ერევანში და მეორე გახლავთ დავით გრიგორეანი, საქართველოს სოროსის ფონდის წარმომაგენელი. რა უნდათ ამ სომეხ ბოევიკებს საქართველოში, მთავრობის სახლის წინ მიტინგზე, თუ ისინი არ არიან სახელმწიფო გადატრიალების მოსურვეები და მასში მონაწილეები. უცხო ქვეყნიდანაც კი მოუხმეს ბოევიკებს იმისათვის, რომ შტურმი შემდგარიყო. საბედნიეროდ ის არ შედგა,” – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” რევოლუცია სურს და თუ არ მოხდა მისი პოლიტიკურად “ალაგმა”, 2020 წლის არჩევნები შესაძლო,ა ცუდად დამთავრდეს.

“როდესაც არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ქვეყანაში ასეთი არეულობაა, წარმომიდგენია, რა პოლიტიკური არმაგედონი იქნება 2020 წელს, თუ ეს აგრესიული ორგანიზაციები არ აილაგმა. მომავალ წელს ძალიან ცუდად შევხვდებით და შეიძლება, ძალიან ცუდადაც დამთავრდეს ქვეყნისთვის, რადგანაც დიდი ხანია “ნაციონალური მოძრაობა”, 2012 წლიდან დაწყებული, ამზადებს ახალ რევოლუციას. საბედნიეროდ, აქამდე მას არ გამოუვიდა ეს. წელს, როგორც ვხედავთ, იყო მცდელობა სახელმწიფო გადატრიალებისა და ახალი რევოლუციის მოწყობისა. რევოლუციებს საქართველოში და ქართველმა ხალხმა თავი დაანება 2012 წელს. მას შემდეგ ხელისუფლება იცვლება არჩევნებით, საარჩევნო ყუთით და ასე იქნება მუდმივად. არ გაუვათ მათ ეს რევანში. მაგრამ, ამის მცდელობა რომ არის, იყო და ახლაც მიმდინარეობს, ამაში მეორე აზრი არ არსებობს,” – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები