აქციაზე რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე და გიგა მაქარაშვილი დააკავეს

პოლიციამ პარლამენტთან აქციის დაშლისას, რამდენიმე ადამიანი დააკავა.

დაკავებულებს შორის არიან: „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ოთარ სირაძე, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია, ლევან ნოზაძე, ირაკლი ფავლენიშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი და რეზი ნიჟარაძე.

ამ დროისთვის, პარლამენტის წინ გზის სავალი ნაწილი დემონსტრანტებისგან გათავისუფლებულია.

სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები და პარლამენტის წინ გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლა. 

მსგავსი თემები