აქციაზე დიდი ზომის კარავს შლიან, რომელიც ორგანიზატორების თქმით, შტაბის ფუნქციას შეასრულებს

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები დიდი ზომის კარავს შლიან.

როგორც ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული კარავი აქციის ორგანიზატორების შტაბის ფუნქციას შეასრულებს.

​გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორები აღნიშნულ კარავში კონსულტაციებს გამართავენ. ისინი ხვალინდელი აქციისთვის ემზადებიან.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის აქცია მიმდინარეობს, გაშლილია მცირე ზომის კარვები და აქციის მონაწილეები გასათბობად რკინის კასრებში შეშას წვავენ.

მსგავსი თემები