აქციაზე დაკავებული პირების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

შსს- ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის გაცხადებით, პოლიციის მიერ აქციაზე დაკავებული 28 პირიდან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

ვაჟა სირაძის თქმით, ვიდრე აქციის დაშლა დაიწყებოდა, აქტივისტებმა პოლიციისგან შესაბამისი გაფრთხილება მიიღეს.

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადმინისტრაციული კოდექსით 28 პირი იყო დაკავებული, თუმცა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ვინაიდან ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენელმა მოახდინა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება და ბლოკირება. შესაბამისად, პოლიციის წარმომადგენლები, მერიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ მათთან და გონივრული ვადა მისცეს, რომ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ, ასევე გადასულიყვნენ უსაფრთხო ადგილას, არ დაეკეტათ სავალი ნაწილი და გაეხსნათ პარლამენტის შესასვლელები. მათ მიეცათ გონივრული დრო, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. ამის შემდეგ მეორედ მივედით პოლიციის წარმომადგენლები და მოვუწოდეთ, რომ გადასულიყვნენ და მშვიდ ვითარებაში გაეგრძელებინათ პროტესტი, რაზეც კვლავ გააგრძელეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდნენ და აღნიშნული პირები რუსთაველის გამზირზე ჩამოიყვანეს, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩამოვიყვანეთ”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მსგავსი თემები