აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი გაათავისუფლეს

აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი თავისუფალია. მან გორის ციხე გუშინ ღამით დატოვა. 

გიგა მაქარაშვილი 18 ნოემბერს პარლამენტის პიკეტის დაშლისას დააკავეს და 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

აქტივისტები და მხარდამჭერები მაქარაშვილს საქართველოს ჰიმნითა და სიმღერით – “თავისუფლება ლომთა ხვედრია” დახვდნენ.

მსგავსი თემები