აქტივისტებმა, საახალწლო წარწერას – “ისტორიით სავსე თბილისი”, შავი ლენტი შემოაკრეს

თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა “გაბედეს” წარმომადგენლებმა საახალწლო წარწერას – “ისტორიით სავსე თბილისი” შავი ლენტი შემოაკრეს.

მოძრაობა “გაბედეს” წევრების თქმით, თბილისი სიკვდილით და ტკივილით სავსე ქალაქად იქცა, ამიტომ მომდევნო რამდენიმე დღე გლოვის დღედ უნდა გამოცხადდეს. 

“სამწუხაროდ, სიცოცხლით სავსე ქალაქი, სიკვდილით სავსე ქალაქად. მერამდენე ახალგაზრდა გარდაიცვალა, მერამდენე ახალგაზრდა იმსხვერპლა ამ ამ სისტემამ. ეს სისტემა შესაცვლელია. არ შეიძლება, ადამიანების არაფრის გამო დახოცვა. ეს ქალაქი არ არის სადღესასწაულო განწყობით. დღეს ჩვენ ვგლოვობთ. ეს არის გლოვით, ტკივილითა და სიკვდილით სავსე ქალაქი”, – განაცხადა მოძრაობა “გაბედეს” ერთ-ერთმა აქტივისტმა.

მსგავსი თემები