აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 

მათი ცნობით, ინფიცირებული პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

იქამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „კოვიდ-19“-ზე 86 ადამიანი შეამოწმეს, თუმცა არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

მსგავსი თემები