“აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით”- კარლ ჰარცელი

აფხაზეთში არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პირველი კომენტარი გააკეთა. ის აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას.

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ ინციდენტებს, რაც ხდება აფხაზეთში. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მაქვს საქმეზე სრული სურათი, თუ რა ხდება იქ და რა არის ამის მიზეზი. თუმცა გეტყვით, რომ კონტაქტზე ვარ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომ დავადგინოთ ის მოვლენები, რაც დღეს აფხაზეთში ხდება და ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას ჩემთვის,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

მსგავსი თემები