“აფხაზეთში არ არიან სპეციალისტები, გარდა ამისა, არავინ ამბობს, რომ იქ კორონავირუსი გავრცელებულია” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოსავლენი 400-მდე ტესტი გაგზავნა, თუმცა, ჯემალ გამახარიას განმარტებით, რეგიონში არ არიან ისეთი სპეციალისტები, რომლებიც ადამიანებს შეამოწმებენ და დაინფიცირების შემთხვევებს გამოავლენენ.

როგორც “მედიაცენტრ მტავარში” ჯემალ გამახარიამ განაცხადა, ვირუსით დაინფიცირებული ადამიანებისთვის გუდაუთის რაიონული საავადმყოფო გამოყვეს, თუმცა დღემდე იქ არც ერთი პაციენტი არ მიუღიათ.

“მათ გამოყვეს დაინფიცირებულებისთვის გუდაუთის რაიონული ე.წ. საავადმყოფო, სადაც დღემდე არავინ მიუღიათ. ცოლო, ვინმაც მიმართა, მათ ეუბნებიან, რომ მხოლოდ მძიმე ავადმყოფებს ვღებულობთო. ამან საერთოდ გადარია მოსახლეობა. ჯერ ერთი, ვინ უნდა დაადგინოს ავადმყოფი დაინფიცირებულია თუ არა, რა სიმძიმისაა, მერე კიდევ როდის უნდა მიიღონ ამ გუდაუთის საავადმყოფოში და თუ მიიღებენ რითი უმკურნალებენ”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ჯემალ გამახარიას განმარტებით, ძალიან დიდი საფრთხე უდგას ოკუპირებულ ტერიტორიას, კორონავირუსის გავრცელების მხრივ. აფხაეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, მოსახლეობის მიმხედავი დღეს იქ არავინაა.

“ბ-ნი აჩბა, არის ასეთი ექიმი, რომელმაც მთელი საზოგადოების მობილიზაცია მოახდინა. ეს ადამიანები გაიძახიან, რომ ეს ვირუსი უკვე არის აფხაზეთში, თუმცა უვიცი ექიმების მიერ გამოვლენილი არ არის. შესაბამისად, საფრთხე არის ის, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს. მათი მიმხეავი იქ არავინ არ არის. მათი მკურნალი იქ არავინაა”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები