აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

29 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს.

კერძოდ, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილის შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრთა გადაწყვეტილებით უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომა 2020 წლის 5 მაისს ჩატარდება.

დღევანდელი სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი თემები